“სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ცენტრი“: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა მნიშვნელოვანი ინციდენტების გარეშე ჩაიარა

“სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ცენტრის“ დაკვირვებით, საქართველოს მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა მშვიდ, ჯანსაღ და თავისუფალ გარემოში, მნიშვნელოვანი ინციდენტების გარეშე ჩაიარა.

„ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 70-მდე წვრილი დარღვევა, რაც ძირითადად, პროცედურულ დარღვევებს უკავშირდებოდა: წილისყრის პროცედურა- 10; საკონტროლო ფურცლის შევსება – 3; მარკირების შემოწმება / მარკირება – 18; ვადაგასული ან პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემის მცდელობა – 12 ; ამომრჩევლის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დარღვევა – 7 ; ბიულეტენის გაცემის წესის დარღვევა – 9; საარჩევნო ყუთის გახსნის პროცესი – 6 ; ოქმის შედგენასთან დაკავშირებული დარღვევა – 4.

აღსანიშნავია, რომ “სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ცენტრის” წარმომადგენლები, სადამკვირვებლო საქმიანობას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ახორციელებდნენ.

“ჩვენი დაკვირვების შედეგად, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება ჯანსაღ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში უზრუნველყო“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები