თამარ ჟვანია: მეორე ტური, კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებიდან არაუგვიანეს 25-ე დღეს ინიშნება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ინფორმაციით, მეორე ტურის ჩატარების უკიდურესი ვადა 15 ნოემბერია. მისივე თქმით, კანონმდებლობით, მეორე ტური არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 25-ე დღეს ინიშნება.

„არჩევნების დღიდან არაუგვიანეს მე-11 დღისა, შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიები აჯამებენ არჩევნების შედეგებს. როდესაც ჩვენ გვექნება საბოლოო შეჯამებული შედეგები, შევძლებთ, რომ დავნიშნოთ მეორე ტური, რომელიც, კანონმდებლობის თანახმად, ინიშნება არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 25-ე დღეს. ეს ვადა – 15 ნოემბერი – შეიძლება იყოს უკიდურესი, რაც გაწერილია ცესკო-ს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკში. თუმცა, თუ არ იქნა საარჩევნო დავები და რაიმე პრობლემები, უკიდურესი ვადის გამოყენება არ იქნება აუცილებელი“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განმარტებით, წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური სავარაუდოდ, ქუთაისის 59-ე , ყაზბეგის 29-ე, ხაშურის 35-ე, ბორჯომის 36-ე, ოზურგეთის მე-60 და მარტვილის 65-ე საარჩევნო ოლქებში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები