ცესკოს თავმჯდომარე: დიდი ალბათობით, მეორე ტური ექვს ოლქში იქნება

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მერის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში გაიმართება. სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება: ქუთაისში, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში. შესაბამისი განცხადება ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

“აღნიშნული საარჩევნო ოლქების ნაწილში ყველა უბანი ბოლომდე დათვლილი არ არის. არ გამოვრიცხავ, ამ ექვს საარჩევნო ოლქს გამოაკლდეს ან დაემატოს, თუმცა დიდი ალბათობით, მეორე ტური ამ ექვს ოლქში იქნება“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

მერის მანდატის პირველივე ტურში მოსაპოვებლად, კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. მერების მეორე ტურის ჩატარების მაქსიმალური ვადა 15 ნოემბერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები