ალეკო ელისაშვილი: ახალი პოლიტიკური კულტურის დანერგვა მინდოდა, ამიტომ ვაღიარებ კალაძის გამარჯვებას

მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა კახა კალაძეს გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა.  ამასთან, ელისაშვილი აცხადებს, რომ ის გააგრძელებს ქალაქის განვითარებისთვის ბრძოლას.

„ახალი პოლიტიკური კულტურის დანერგვა მინდოდა და მინდა კიდეც, ამიტომ ვაღიარებ კალაძის გამარჯვებას და მას წარმატებას ვუსურვებ. ათი ათასობით მოქალაქის მხარდაჭერა მივიღე, რისთვისაც მადლობა მათ, მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში ჩემ მიმართ საშინელი ანტიპიარი მიმდინარეობდა. მაქვს პროგრამები, რომელსაც, სურვილის შემთხვევაში, მხოლოდ მოხალისეებს გადავცემ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები