5 თვითმმართველი თემი, სადაც მეორე ტურია მოსალოდნელი

59 თვითმმართველი თემიდან 5-ში, კერძოდ, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში, შესაძლოა, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართოს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის უახლესი ინფორმაციით, ყაზბეგში, სადაც 10-დან დათვლილია 10 უბნის მონაცემები, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ალექსანდრე ზაგაშვილს 44.61%, ხოლო მეორე ადგილზეა „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა- თავისუფალი საქართველოს“ მერობის კანდიდატი სანდრო ყამარაული – 26,88%-ით.

მარტვილში სულ 39 უბნიდან მონაცემები დათვლილია 25 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ 47.81%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა მამუკა დანელიამ 36.23% მიიღო.

ხაშურში, სულ 52 უბნიდან მონაცემები დათვლილია 40 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი გურასპაშვილმა 40.92 %, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა რამაზ ნოზაძემ 18.73% მიიღო.

ოზურგეთში,სულ 62 უბნიდან მონაცემები დათვლილია 46 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ 44,03%, დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ 40.82% მიიღო.

ბორჯომში, სულ 30 უბნიდან მონაცემები დათვლილია 19 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ლევან ლიპარტიამ 41.18%, ხოლო „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატმა ზაზა ჩაჩანიძემ 39.75% მიიღო.

ცნობისთვის, მერის მანდატის პირველივე ტურში მოსაპოვებლად კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, წინასწარი მონაცემებით, 59 თვითმმართველი თემიდან 53-ში პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები, ერთში – თიანეთის ოლქში კი ოპოზიციონერი კანდიდატი თამაზ მეჭიაური ლიდერობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები