59 თვითმმართველი თემიდან 53-ში პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები ლიდერობენ – ცესკოს უახლესი ინფორმაცია

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, წინასწარი მონაცემებით, 59 თვითმმართველი თემიდან 53-ში პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები, ერთში – თიანეთის ოლქში კი ოპოზიციონერი კანდიდატი თამაზ მეჭიაური ლიდერობს.

მერის მანდატის პირველივე ტურში მოსაპოვებლად კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს.

მონაცემები ასე გამოიყურება:

საგარეჯოში სულ 50 უბნიდან მონაცემები დათვლილია 34 უბნის მიხედვით, სადაც ამ დროის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი ერბოწონაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 68,75%-ი მიიღო  მეორე ადგილზეა – „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი გარსევან ბუხნიკაშვილმა კი  13,14%.

გურჯაანში, სადაც ამ დროისთვის სულ  51 უბნიდან მონაცემები დათვლილია 36 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, არჩილ ხანდამაშვილმა 59,58% – ხოლო „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა, გიორგი პეტრუზაშვილმა   18,26%-ი მიიღო.

სიღნაღში სულ 35 უბნიდან მონაცემები დათვლილია 28 უბნის მიხედვით, სადაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი გოგილაშვილი  57,24% -ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ნონა ნინიაშვილი 24.34%-ით.

დედოფლისწყაროში, სადაც ამ დროის მონაცემებით დათვლილია   23 უბნიდან დათვლილია 15 უბნის შედეგები, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ნიკოლოზ ჯანიაშვილი 66.91%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ლევან ბაღაშვილი 16.09%-ით.

ლაგოდეხში ამ დროის სულ 37 უბნიდან მონაცემები დათვლილია 33 უბნის მიხედვით, აქ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ჯონდო მდივნიშვილმა ამომრჩეველთა ხმების

65.03% მიიღო,  „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, თორნიკე მაჭარაშვილმა კი – 22.48%.

რაც შეეხება ყვარელს, აქ ამ დროსთვის სულ 30 უბნიდან მონაცემები დათვლილია 17 უბნის მიხედვით,

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, როსტომ სესიაშვილმა ამომრჩეველთა ხმების

62.07%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, ბესიკ იაშვილმა 20.82% მიიღო.

თელავში, სადაც ამ დროისთვის 54-დან 54 უბნის მონაცემებია დათვლილი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, შოთა ნარეკლიშვილმა 54.78%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა 27.71% მიიღო.

ახმეტაში სულ 29 უბნიდან მონაცემები დათვლილია 21 უბნის მიხედვით, რომლის თანახმადაც, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, იოსებ ქარუმაშვილმა 60,15% – ი მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, შაქრო ტერტერაშვილმა კი 20.54%.

თიანეთში, სადაც 20-დან 17 უბნის მონაცემებია დათვლილი, „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა, თამაზ მეჭიაურმა 54,44 %, ხოლო
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ლელა ქიტესაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 45,56% მიიღო.

გარდაბანში  სულ 63 უბნიდან მონაცემები დათვლილია 54 უბნის მიხედვით,„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, რამაზ ბუდაღაშვილმა ამომრჩეველთა ხმების  72.54%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, გელა ნებუნიშვილმა 9.59% მიიღო.

მარნეულში, სულ 89 უბნიდან მონაცემები დათვლილია 69 უბნის მიხედვით, სადაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, თეიმურაზ აბაზოვს 70,79%, ხოლო „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატს, აკმამედ იმამკულიევს 17.68% აქვს.

ბოლნისში ამ დროისთვის  სულ 62 უბნიდან მონაცემები დათვლილია 62 უბნის მიხედვით. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, დავით შერაზადიშვილმა 85.59, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, ბადრი შაინიძემ 9.6% მიიღო.

დმანისში, სადაც 50-დან 31 უბნის მონაცემებია დათვლილი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, გიორგი ტატუაშვილმა 77.6%, ხოლო „შენების მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, გოგი ბარბაქაძემ 11.6% მიიღო.

წალკაში ამ დროისთვის 44-დან 29 უბნის მონაცემებია დათვლილი, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ილია საბაძემ ამომრჩეველთა ხმების 70.99%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, ემზარ დიმიტრაძემ 16.24% მიიღო.

თეთრიწყაროში 41-დან 35 უბნის მონაცემებია დათვლილი, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, გიორგი ქორიძემ 62,95%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, თამარ დალაქიშვილმა 17.05% მიიღო.

მცხეთაში, სადაც ამ დროისთვის 46-დან 24 უბნის მონაცემებია დათვლილი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, გოჩა კაპანაძემ ამომრჩეველთა ხმების 67,32% მიიღო.  „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, სევდია უგრეხელიძემ 10,38%.

დუშეთში, სადაც ამ დროისთვის 50-დან  36 -ია დათვლილი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, ზურაბ სეხნიაშვილს 53,49% აქვს, ხოლო მეორე ადგილზეა „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატი თემურ დოლიშვილი 19.26% -ით.

კასპში, სადაც 38-დან 26უბნის მონაცემებია დათვლილი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, მანუჩარ მერებაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 63,69% მიიღო. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე შაქარაშვილი 15.64%-ით.

გორში 105-დან 91 უბნის მონაცემებია დათვლილი, ამ დროის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კონსტანტინე თავრაზაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 54.96% მიიღო.

ქარელში  სულ 39 უბნიდან მონაცემები დათვლილია 27 უბნის მიხედვით, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაზა გულიაშვილი 64.43%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნიკოლოზ ახალკაცი 19,77%-ით.

ბორჯომში, სულ 30 უბნიდან მონაცემები დათვლილია 19 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ლევან ლიპარტიამ 41.18%, ხოლო „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატმა, ზაზა ჩაჩანიძემ 39.75% მიიღო.

ახალციხეში, სულ 35 უბნიდან მონაცემები დათვლილია 34 უბნის მიხედვით,„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაზა მელიქიძე 69.28%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი“  ვაჟა ჩიტაშვილი 20,35%-ით.

ადიგენში, სულ 18 უბნიდან მონაცემები დათვლილია 9 უბნის მიხედვით, ამ დროის შედეგებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, ზაქარია ენდელაძეს ამომრჩეველთა ხმების 60,54% აქვს, მეორე ადგილაზეა „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი გელა სარაშვილი – 17.92%-ით.

ასპინძაში  სულ 23 უბნიდან მონაცემები დათვლილია 16 უბნის მიხედვით, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, როსტომ მაგრაქველიძემ ამომრჩეველთა ხმების 56.55%, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ლევან ცაბაძემ 32.36% მიიღო.

ახალქალაქში, სულ 70 უბნიდან მონაცემები დათვლილია 55 უბნის მიხედვით, წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, იურიკ უნანიანმა 58,15 % მიიღო, ხოლო „პატრიოტთა ალიანსმა“ მერობის კანდიდატმა, სამველ პეტროსიანმა – 32.39%.

ნინოწმინდაში სულ 37 უბნიდან მონაცემები დათვლილია 25 უბნის მიხედვით,„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ანივარდ მოსოიანმა ამორჩეველთა ხმების 76.94% მიიღო.  მეორე ადგილზეა „პატრიოტთა ალიანსიდან“  გრიგორ მხითარიანი, რომელმაც 16,83% მიიღო.

ონში  სულ 23 უბნიდან მონაცემები დათვლილია 14 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, ემზარ საბანაძეს 89.97% აქვს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნოდარ ბურდილაძე 10.03%-ით.

ამბროლაურში, სადაც  სულ 37 უბნიდან მონაცემები დათვლილია 26 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზვიად მხეიძე 69,55%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ – ამირან ლომთაძე  14,07%-ით.

ცაგერში სულ 41 უბნიდან მონაცემები დათვლილია 31 უბნის მიხედვით. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ავთანდილ უგრეხელიძემ ამომრჩეველთა ხმების 68.95% მიიღო.  მეორე ადგილზეა“ ევროპული საქართველო“ – ალექსი მახარობლიძე 12,79%-ით.

ლენტეხში სულ 23 უბნიდან მონაცემები დათვლილია 15 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, ბადრი ლიპარტელიანს 73.82% აქვს, მეორე ადგილზეა „პატრიოტთა ალიანსი“ 14,34%-ით.

მესტიაში, სულ 40 უბნიდან მონაცემები დათვლილია 23 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, კაპიტონ ჟორჟოლიანს  58.25%, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატს მალხაზ უდესიანს 41.75% აქვს.

ხარაგაულში  სულ 37 უბნიდან მონაცემები დათვლილია 21 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე 65,75%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა” 16,32%-ით.

თერჯოლაში, სულ 33 უბნიდან მონაცემები დათვლილია 27 უბნის მიხედვით , „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ბონდო სოფრომაძემ ამომრჩეველთა ხმების 60 ,86% მიიღო.  მას მოსდევს ტარიელ ფანჩულიძე „ევროპული საქართველოდან“ 26,72% -ით.

საჩხერეში  სულ 57 უბნიდან მონაცემები დათვლილია 45 უბნის მიხედვით,რომლის თანახმადაც, წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ბენიამენი ფალავანდიშვილი 89,16%-ით ლიდერობს. მას მოსდევს  „ნაციონალური მოძრაობა“  4,7%-ით.

ზესტაფონში 53-დან 29 უბნის მონაცემების თანახმად, წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, კახაბერ მახათაძეს 54.47% აქვს, ხოლო მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი დავით ფერაძე – 17.08 %-ით.

ბაღდათში  სულ 30 უბნიდან მონაცემები დათვლილია 19 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, არჩილ გოგსაძემ ამომრჩეველთა ხმების 60.91%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, გიორგი რობაქიძემ 35.45% მიიღო.

ვანში  სულ 31 უბნიდან მონაცემები დათვლილია 18 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი 70,37%-ით ლიდერობს.

სამტრედიაში სულ 50 უბნიდან მონაცემები დათვლილია 30  უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ვალერიანე ფოცხვერიამ 56,83% მიიღო.  მეორე ადგილზეა“ ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მამუკა ბიბილეიშვილი  22,88%-ით.

ხონში, სულ 29 უბნიდან მონაცემები დათვლილია 17 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ლადო ჯურხაძემ 56.08%, ხოლო „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა, აკაკი ბობოხიძემ 35.9% მიიღო.

ჭიათურაში სულ 58 უბნიდან მონაცემები დათვლილია 44 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ნადირაძე 62.7%-ით ლიდერობს.

ტყიბულში  სულ 37 უბნიდან მონაცემები დათვლილია 26 უბნის მიხედვით,  „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, თემურ ჩუბინიძემ ამორჩეველთა ხმების 59,55,5% მიიღო.  მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან დოხნაძე, 26,78%-ით.

წყალტუბოში, სულ 68 უბნიდან მონაცემები დათვლილია 62+1* უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, გრიგოლ იოსელიანმა 52.58%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, ზაზა მეტრეველმა 27.23% მიიღო.

ოზურგეთში,სულ 62 უბნიდან მონაცემები დათვლილია 46 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ბეგლარ სიორიძემ 44,03%, დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ  კი 40.82% მიიღო.

ლანჩხუთში,  სულ 38 უბნიდან მონაცემები დათვლილია 28 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი 65,98%-ით ლიდერობს.

ჩოხატაურში სულ 38 უბნიდან მონაცემები დათვლილია 25 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუჭავამ ამომრჩეველთა ხმების 54,93% მიიღო. მეორე ადგილზეა „შენების მოძრაობა“  გოჩა მეგრელიშვილი 19,52%-ით.

აბაშაში სულ 24 უბნიდან მონაცემები დათვლილია 11 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლევან მაკალათია 62.87%-ით ლიდერობს.

სენაკში, სულ 43 უბნიდან მონაცემები დათვლილია 36 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, ლევან კუპრეიშვილს 56,06%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს, კახაბერ ალანიას 26.29% აქვს.

ხობში სულ 32 უბნიდან მონაცემები დათვლილია 32 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, გოჩა ქაჯაიას ამომრჩეველთა 63,8 %-მა დაუჭირა მხარი.

ზუგდიდში სულ 107 უბნიდან მონაცემები დათვლილია 84 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ლაშა გოგიამ ამომრჩეველთა ხმების 53.57%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, ლევან კონჯარიამ 21.18% მიიღო.

წალენჯიხაში,  სულ 28 უბნიდან მონაცემები დათვლილია 28 უბნის მიხედვით,„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, ბესიკ ფარცვანიას ამომრჩეველთა 65.16%-მა დაუჭირა მხარი.

ჩხოროწყუში სულ 27 უბნიდან მონაცემები დათვლილია 26 უბნის მიხედვით, „ქართლი ოცნების“ მერობის კანდიდატი დათო გოგუა 68,56%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ – რამაზ თოლორდავა 23,65%-ით.

ქედაში სულ 31 უბნიდან მონაცემები დათვლილია 22 უბნის მიხედვით, პირველ ადგილზეა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლევან გორგილაძე 64.52%-ით, ხოლო მეორეზე „ნაციონალური მორაობის“ მერობის კანდიდატი ირაკლი ბარამიძე 17.62%-ით.

ქობულეთში  სულ 65 უბნიდან მონაცემები დათვლილია 50 უბნის მიხედვით,„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, მირიან ქათამაძემ ამომრჩეველთა ხმების 60.36%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, თენგიზ ზოიძემ 24.17% მიიღო.

შუახევში, სულ 49 უბნიდან მონაცემები დათვლილია 27 უბნის მიხედვით„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, ფრიდონ ფუტკარაძეს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 68.44%-მა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს, ომარ მეგრელიძეს კი – 17.05%-მა.

ხელვაჩაურში სულ 46 უბნიდან მონაცემები დათვლილია 36 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, ჯუმბერ ვარდმანიძეს 52.32%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს, თეიმურაზ დუმბაძეს 26.01% აქვს.

ხულოში სულ 54 უბნიდან მონაცემები დათვლილია 28 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, გოჩა მელაძემ ამომრჩეველთა ხმების  60,71%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, ირაკლი ჯორბენაძემ 25% მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები