“თბილისში თვითმმართველობის არჩევნებმა მშვიდ გარემოში, მნიშვნელოვანი ინციდენტების გარეშე ჩაიარა”

„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, თვითმმართველობის არჩევნებმა თბილისში მშვიდ გარემოში, მნიშვნელოვანი ინციდენტების გარეშე ჩაიარა.

,,საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს’’ წარმომადგენლის, ლევან ნატროშვილის შეფასებით, გამოიკვეთა ახალი პრობლემური ტენდენცია, რომელიც ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოხატვის კონტროლს უკავშირდებოდა.

„ჩვენი დამკვირვებლების მიერ 160-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დაფიქსირდა, რომელიც ძირითადად, რეგისტრატორებთან საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ უბნის შიგნით მოსული ამომრჩევლების აღრიცხვას უკავშირდებოდა. ჩვენმა დამკვირვებლებმა დაწერეს 114 საჩივარი, რომელთაგან 106 საჩივარი სწორედ ამომრჩეველთა კანონშეუსაბამო ხერხებით აღრიცხვას ეხებოდა“, – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები