თბილისის მერის უფლებამოსილების განხორციელებას კახა კალაძე სავარაუდოდ, 12 ნოემბრიდან შეუდგება

საარჩევნო კოდექსის 35-ე მუხლის მიხედვით, ახალი მერის უფლებამოსილება იწყება შესაბამისი საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს. არჩევნების პროცესში დაწერილი საჩივრების განსახილველად და არჩევნების შესაჯამებლად კი კანონის მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაციას ასევე 11-დღიანი ვადა აქვს.

იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო დავების განხილვას კანონით დადგენილი ვადების ბოლომდე გამოყენება დასჭირდება, ცესკომ შემაჯამებელი ოქმი, ყველაზე გვიან, 1-ელ ნოემბერს უნდა გამოაქვეყნოს. მე-11 დღეს, 12 ნოემბერს კი ძველ მერს უფლებამოსილება უწყდება და საქმიანობას უკვე ახალი მერი იწყებს.

იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მეორე ტურია ჩანიშნული, არჩეული მერები უფლებამოსილების განხორციელებას უფრო გვიან შეუდგებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები