თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ხმათა 51.06%-ით ლიდერობს

0

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისათვის, დათვლილია თბილისის ყველა – 737-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები.

ხმათა უმრავლესობით, 51.06%-ით „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ლიდერობს. მეორე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი – ხმათა 17.46%-ით. რაც შეეხება მესამე ადგილს, მას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი იკავებს, მან ხმების 16.53%-ი მიიღო. მეოთხე ადგილზეა „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია 7.13% -ით. „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატს, ირმა ინაშვილს 3.02 % აქვს.

დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა 3%-ზე ნაკლები დააგროვეს.

კომენტარები

კომენტარი