უბნების 99%-ის დათვლის შემდეგ, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ხმათა 51,07%-ით ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისათვის თბილისში არსებული 737 უბნიდან 730 +3 -ის ანუ უბნების 99,46% -ის შედეგებია დათვლილი.

მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე 51,07%-ით ლიდერობს.

მიღებული ხმებით მეორე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი 17. 46%-ით, მას მოსდევს „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი 16,52%-ით. მეოთხე ადგილზეა ელენე ხოშტარია („ევროპული საქართველო“) 7,13%-ით, „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატს, ირმა ინაშვილს 3, 2% აქვს, დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა 3%-ზე ნაკლები დააგროვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები