“თავისუფალი პლატფორმის” კლასტერპოლის შედეგები

არასამთავრობო ორგანიზაციათა ალიანსი „თავისუფალი პლატფორმა“ 21 ოქტომბერს ახორციელებდა პარალელურ დათვლას, თბილისში განთავსებული საარჩევნო უბნების კლასტერული შერჩევის მეთოდის მეშვეობით. სულ დათვლის პროცესში დამუშავდა 37 577 ამომრჩევლის მონაცემი. დათვლის შედეგები, რომლებიც ასახავდნენ თბილისის მერობის კანდიდატების ელექტორალურ მხარდაჭერას შემდეგნაირად განაწილდა: 41 –“ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო)” კახა კალაძე – 52.5%; 42 – ( საინიციატივო ჯგუფი) ალეკო ელისაშვილი – 16.81%;5 – (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) ზაალ უდუმაშვილი – 16.17%; 2 – (ბაქრაძე-უგულავა ევროპული საქართველო) ელენე ხოშტარია -7.46%; 8 – (პატრიოტთა ალიანსი) ირმა ინაშვილი -2.95%; 27 – (ერთობა -ახალი საქართველო) გიორგი ვაშაძე -1.78%.პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის მაჩვენებელი:41. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო- 54.47%; 5. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 16.63%; 2. (ბაქრაძე-უგულავა ევროპული საქართველო) -9.28%; 8. პატრიოტთა ალიანსი -5.62%; 27. გიორგი ვაშაძე -ერთობა -ახალი საქართველო გიორგი ვაშაძე -3.25%; 10. შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია -3.52%; 3.ლორთქიფანიძე, კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა- თავისუფალი საქართველო -3.08%.კლასტერული შერჩევით ჩატარებული დათვლის ცდომილება არ აღემატება 0.5+/-%-ს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები