რუსთავის მერის არჩევნებში „ ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ტაბაღუა იმარჯვებს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, რუსთავის მერის არჩევნებში
ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ირაკლი ტაბაღუამ მოიპოვა.
ამის შესახებ განცხადება ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი ინფორმაციით, ტაბაღუამ ამომრჩეველთა ხმების 53,53 პროცენტი მიიღო.
ცესკოს მონაცემებით, დანარჩენი კანდიდატების შედეგები ასეთია:
ნინო იმედაშვილი -13,24 პროცენტი;
ჯაბა დუგლაძე- 1, 65 პროცენტი;
ზურაბ მაისურაძე -20,22 პროცენტი;
გელა ნაკაშიძე -5, 69 პროცენტი;
ქეთო დევსურაშვილი -3,1 პროცენტი;
მზია მამულაშვილი- 0,18 პროცენტი;
ნანი წკრიალაშვილი -0,08 პროცენტი;
გოჩა ომაიძე- 1 პროცენტი;
ელგუჯა ქოჩიაშვილი -0,73 პროცენტი;
ანა კეკენაძე 0, 59 პროცენტი;
თამარ ჟვანიას განცხადებით, ამ ეტაპზე ცესკოს მიერ რუსთავში არსებული 87 საარჩევნო უბნიდდან მონაცემები 18 აუბანშია დათვლილი.