ცესკოს მონაცემებით, ფოთის მერის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა “ქართული ოცნების“ კანდიდატს აქვს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, ფოთის მერის არჩევნებში
ყველაზე მეტი ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გოჩა კურდღელიამ მოიპოვა.
ამის შესახებ განცხადება ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი ინფორმაციით, კურდღელიამ ამომრჩეველთა ხმების 55, 19 პროცენტი მოიპოვა.
ცესკოს მონაცემებით, დანარჩენი კანდიდატების შედეგები ასეთია:
ვახტანგ დარცმელიძე 15,პროცენტი;
ოთარ ხარჩილავა 7,36 პროცენტი;
მაკა ჯინჯოლია 10, 74 პროცენტი;
მაია ჩხარტიშვილი 10,7 პროცენტი;
ინგა ჭანტურია 0, 58 პროცენტი;
თენგიზ ხოფერია 0,43 პროცენტი;
თამარ ჟვანიას განცხადებით, ამ ეტაპზე ცესკოს მიერ ბათუმში არსებული 32 საარჩევნო უბნიდდან მონაცემები 6 აუბანშია დათვლილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები