ცესკოს მონაცემებით, ბათუმის მერის არჩევნებში კვლავ „ ქართული ოცნების“ კანდიდატი იმარჯვებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, ბათუმის მერის არჩევნებში
კვლავ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლაშა კომახიძე ლიდერობს.
ამის შესახებ განცხადება ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი ინფორმაციით, ამომრჩეველთა ხმების 54,86 პროცენტი დააგროვა.
ცესკოს მონაცემებით, დანარჩენი კანდიდატების შედეგები ასეთია:
პეტრე ზამბახიძე 5,55 პროცენტი;
ომარ ფარტენაძე 2, 03 პროცენტი;
ლევან ანთაძე 25,86 პროცენტი;
თენგიზ თავდგირიძე 6,38 პროცენტი;
ჯელალ ქიქავა 3,34 პროცენტი;
კახაბერ ცისკარიძე 0,67პროცენტი;
რობერტ ფუტკარაძე 0, 59 პროცენტი;
ნათია ბუაძე 0,47 პროცენტი;
თამარ ჟვანიას განცხადებით, ამ ეტაპზე ცესკოს მიერ ბათუმში არსებული 103 საარჩევნო უბნიდდან მონაცემები 32 უბანშია დათვლილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები