ცესკოს მონაცემებით, ქუთაისის მერის არჩევნებს„ ქართული ოცნების“ კანდიდატი იგებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, ქუთაისის მერის არჩევნებში
„ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ჭიღვარია იმარჯვებს.
ამის შესახებ განცხადება ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი ინფორმაციით, ჭიღვარიამ ამომრჩეველთა ხმების 48,62 პროცენტი დააგროვა.
დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტების შედეგები კი ასე გამოიყურება:
დავით გოგისვანიძე 9,04 პროცენტი;
გიორგი წულაია 7, 16 პროცენტი;
გრიგოლ ვაშაძე 27, 16 პროცენტი ;
გრიგოლ ბახტაძე 3, 36 პროცენტი;
სამსონ გუგავა 2,04 პროცენტი;
ალუდა გოგლიჩიძე 1, 05 პროცენტი;
ზვიად ბაღდავაძე 1,57 პროცენტი ;
თამარ ჟვანიას განცხადებით, ამ ეტაპზე ცესკომ ქუთაისში არსებული 124 საარჩევნო უბნიდდან მონაცემები დათვლილია 39 უბანში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები