ცესკოს მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების „ კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს.
ამის შესახებ განცხადება ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი ინფორმაციით, კალაძემ ამომრჩეველთა ხმების  51, 4 პროცენტი მიიღო.
მეორე ადგილს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, ზალიკო უდუმაშვილი იკავებს, რომელმაც ხმების 16,68 პროცენტი მიიღო, ხოლო მესამე ადგილზე ხმების 16,6 პროცენტით ალეკო ელისაშვილი გავიდა.
რაც შეეხება დანარჩენ პოლიტიკურ სუბიექტებს, მიღებული შედეგები შედეგია:
ევროპული საქართველოს კანდიდატი ელენე ხოშტარია- 7,39 პროცენტი;
„ პატრიოტთა ალიანსი“- ირმა ინაშვილი 3,27 პროცენტი;
„თავისუფალი საქართველო“- კახა კუკავა 1,26 პროცენტი;
გიორგი ვაშაძე – 1,85პროცენტი;
გიორგი გუგავა – 0,38 პროცენტი;
თენგიზ შერგელაშვილი – 0,26 პროცენტი ;
გიორგი ლილუაშვილი – 0,08 პროცენტი;
დავით შუკაკიძე – 0,07 პროცენტი;
ნიკოლოზ სანებლიძე – 0,05 პროცენტი;
ლაშა სტურუა – 0,11 პროცენტი;
ცესკოს, ამ ეტაპზე, თბილისის მასშტაბით, საარჩევნო უბნების მხოლოდ 22 პროცენტი აქვს დათვლილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები