ეგზიტპოლების საბოლოო შედეგებში მინიმალური ცვლილება დაფიქსირდა
“ედისონ რისერჩის” ეგზიტპოლების საბოლოო შედეგები თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცნობილია.
ორგანიზაციამ კვლევა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა.
არსებული მონაცემებით, პირველ ადგილზე 54%-ით “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძეა, 16% “ნაციონალური მოძრაობის” დედაქალაქის მერობის კანდიდატს, ზაალ უდუმაშვილს, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს – 15% აქვს.
„ევროპული საქართველო“ – ელენე ხოშტარია 7%, „პატრიოტთა ალიანსი“ – ირმა ინაშვილი -3 %. „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა – 2%. გიორგი ვაშაძე – ახალი საქართველო -2%. „ლეიბორისტული პარტიის” თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გუგავა კი 1%.
ქუთაისის მერობის კანდიდატებიდან „ედისონ რისერჩის“ კვლევის საბოლოო მონაცემების მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მმართველი გუნდის კანდიდატს აქვს. პირველ ადგილზეა “ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია 56%-ით, “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ კი 26% მიიღო.
ეგზიტპოლების მიხედვით, მესამე ადგილზეა „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი, დავით გოგისვანიძე, 8%-ით.
“დემოკრატიული მოძრაობის” კანდიდატმა, გიორგი წულაიამ – 7% დააგროვა, “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატმა, გრიგოლ ბახტაძემ 3%, “ლეიბორისტული პარტიის” კანდიდატმა, სამსონ გუგავამ 2%, ხოლო „ახალი საქართველოს“ მერობის კანდიდატმა, ზვიად ბაღდავაძემ – 1%.
რაც შეეხება პარტიულ მონაცემებს – „ქართული ოცნება“ 58%, „ნაციონალური მოძრაობა“ 17%, „ევროპული საქართველო“ – 9%, „პატრიოტთა ალიანსი“ – 5%.
ეგზიტპოლის მიხედვით, ქუთაისის საკრებულოში პარტიებიდან ხმების ყველაზე დიდი ნაწილი, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო – 58%.
მეორე ადგილზე „ენმ“ გავიდა, 22 პროცენტით.
„ევროპულ საქართველოს“ კი ქუთაისის ამომრჩეველთა 10-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.
ამომრჩეველთა 3%-ის მხარდაჭერა „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ მოიპოვა.