სამართალდამცველებმა დაკარგული 12 წლის გოგონა იპოვეს – რას აცხადებს მოზარდის დედა

სამართალდამცავებმა 12 წლის გოგონა თბილისში იპოვეს. ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გოგონა მშობლებს დაუბრუნეს.
როგორც „კვირას” გოგონას დედამ განუცხადა, მისმა შვილმა ღამე სავაჭრო ცენტრ „გლდანი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაათენა, მანამდე კი ის მეტროს სხვადასხვა სადგურებში გადაადგილდებოდა. დედის თქმით, ეს შვილის გაუჩინარების პირველი შემთხვევა იყო.
შეგახსენებთ, რომ 12 წლის ქეთევან ქურდოვანიძე, რომელიც ნაძალადევის რაიონში ცხოვრობს, 20 ოქტომბერს, საღამოს 19:00 საათისთვის სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები