დავით სერგეენკო: არჩევნებმა მართლაც გამორჩეულად მშვიდ გარემოში ჩაიარა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა. მინისტრის განცხადებით, არჩევნებმა მართლაც გამორჩეულად მშვიდ გარემოში ჩაიარა. სერგეენკო მიიჩნევს, რომ ეს წინგადადგმული ნაბიჯია. ამის შესახებ მინისტრმა ეგზიტპოლების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

“არჩევნებმა მართლაც გამორჩეულად მშვიდ გარემოში ჩაიარა. რამდენიმე ტექნიკური ხარვეზი იყო, მაგრამ ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი. რაც შეეხება მოლოდინებს, მე ჩემი მოლოდინები მაქვს, რაც ვფიქრობ, დადასტურდება მას შემდეგ, რაც საარჩევნო კომისია დათვლას დაასრულებს“, – აღნიშნა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები