“ზუგდიდის 107 უბანზე არჩევნებზე 6241 ამომრჩეველი დაფიქსირდა”

ზუგდიდის 107 საარჩევნო უბანზე 6241 ამომრჩეველი დაფიქსირდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 5.22%-ს  წარმოადგენს. აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ „სოციალურ პოლიტიკური განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა მიაწოდა.

„დარღვევა დაფიქსირდა მე-18 საარჩევნო უბანზე, სადაც ნაკადის მომწესრიგებელი, კენჭისყრის ოთახის ნაცვლად, კორიდორში იმყოფებოდა, რაც პროცედურულ დარღვევას წარმოადგენს, თუმცა შემდგომ გაირკვა, რომ ოთახების განლაგების თანახმად, კორიდორი აღნიშნულ უბანზე გაერთიანებულია კენჭისყრის ოთახთან. შესაბამისად, დარღვევა მალევე აღმოიფხვრა. სხვა მხრივ, ზუგდიდში არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა“, – განუცხადა „კვირას“სოციალურ პოლიტიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო ჩარკვიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები