ცესკო არჩევნების პირველადი მონაცემების გამოქვეყნებას, სავარაუდოდ, 02:00 საათიდან დაიწყებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების პირველადი მონაცემების გამოქვეყნებას, სავარაუდოდ, 02:00 საათიდან დაიწყებს.
ცესკო-ს სპიკერის, ანა მიქელაძის განმარტებით, როგორც ცნობილია, სამი სახის ბიულეტენია, რასაც დრო სჭირდება.
„2014 წლის გამოცდილებიდან თუ ვიმსჯელებთ და მოგეხსენებათ, რომ მაშინაც იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პირველადი შედეგების გამოცხადება მოხერხდა 02:00 საათის შემდეგ. შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ შესაძლებელია, ამ დროიდან დავიწყოთ შედეგების გამოცხადება“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.