არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაიწყო ფიქრი იმაზე, წაგების შემთხვევაში, რით გაამართლებდნენ საკუთარ შედეგებს
”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ოპოზიციამ ფიქრი იმაზე დაიწყო, წაგების შემთხვევაში, რით გაამართლებდნენ საკუთარ შედეგებს.
”მთელი დღის განმავლობაში, მედია, სადამკვირვებლო მისია და ჩვენ ვაკვირდებოდით ჩვენი მხარდამჭერების აქტივობას და იქ არ ყოფილა არანაირი სისტემური ხარვეზები და დარღვევები, ამიტომ დაველოდოთ ცესკო-ს შედეგებს, რომელიც იქნება ოფიციალური და რა თქმა უნდა, ეს მისაღები უნდა იყოს ყველასთვის. ეს არჩევნები ისევე, როგორც წინა 4 არჩევნები, ეკუთვნის ხალხს და შედეგებიც, რა თქმა უნდა, ეკუთვნის ხალხს, რადგან ხმები, რომლებიც მათ პოლიტიკურ პარტიებს მისცეს, თითოეულ ადამიანს საქმის სახით უნდა დაუბრუნდეს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ