ცესკო: საერთო ჯამში საარჩევნო კომისიაში 204 საჩივარი შევიდა
საერთო ჯამში, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 204 საჩივარი, – ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.
ყველაზე მეტი საჩივარი მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში შევიდა.
„საჩივრები დაიწერა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საჩივრები ძირითადად, ეხება პროცედურულ ხარვეზებს და მათი ნაწილი უბანზევე იქნა აღმოფხვრილი. ოლქში შეტანილი საჩივრების უმეტესობის მოთხოვნაა, კომისიის წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუმცა არის გარკვეული რაოდენობის საჩივრები, რომლებიც ასევე შეეხება პროცედურულ დარღვევებს. შესაბამისად, ისინი იქნება შესწავლილი და მოხდება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.