გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენს ხალხს და ჩვენ კიდევ უფრო უკეთესი ხვალინდელი დღე გველოდება

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, „ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ ხალხმა დაინახა ქვეყანაში არსებული სტაბილურობა და ის, რომ ხელისუფლება სიყვარულით მართავს და არა დაყოფით და სიძულვილით. პრემიერმა ადგილობრივ არჩევნებს ქართული დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვება და უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა.
„2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ქართული დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება და უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, ყველას მოგილოცოთ – ჩვენს მოსახლეობას, რომელსაც დღეს ჯერ კიდევ არ ულხინს. ქვეყანაში დღეს არ არის ყველაფერი ყველაზე კარგად, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთი რამ დაინახა ჩვენმა მოსახლეობამ, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის მიერ აღებული კურსი არის სწორი. ის, რომ დღეს, ჩვენს ქვეყანაში არის სტაბილურობა და ის, რომ დღეს ხელისუფლება სიყვარულით მართავს და არა დაყოფითა და სიძულვილით. ეს დაინახა ჩვენმა ხალხმა და ჩვენ კიდევ უფრო უკეთესი ხვალინდელი დღე გველოდება. ჩვენს დედაქალაქს – მსოფლიოში ულამაზეს ქალაქ თბილისს – ელოდება კიდევ უფრო ლამაზი ხვალინდელი დღე“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და კახა კალაძეს მერის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები