კახა კალაძე: ყველამ, ერთიანი ძალისხმევით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს კიდევ უფრო ლამაზი

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მხარდამჭერებს მადლობას უხდის. როგორც მან განაცხადა, ერთიანი ძალისხმევით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ დედაქალაქი იყოს კიდევ უფრო ლამაზი.

”მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მხარდამჭერებს, თანაგუნდელებს – ყველას დიდი მადლობა. ძალიან ემოციური დღეა ჩემთვის. ჩვენ მოვისმინეთ წინასწარი შედეგები, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ პატივი უნდა ვცეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელიც დაითვლის ხმებს და შესაბამისად, შედეგები ოფიციალურად გამოცხადდება. თუმცა ჩვენ ვიცოდით, რომ გავიმარჯვებდით. ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო, როცა მთელი ამ საარჩევნო პროცესის განმავლობაში გვქონდა შეხვედრები მოსახლეობასთან, ეს სულისკვეთება იგრძნობოდა ყოველდღიურ რეჟიმში, იგრძნობოდა ის იმედი, რომელიც ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობას ჰქონდა. მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომელიც მისული იყო არჩევნებზე და მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა. ყველამ, ერთიანი ძალისხმევით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს კიდევ უფრო ლამაზი, რომელიც ეკოლოგიურად იქნება სუფთა, ტრანსპორტი იქნება განახლებული, ინფრასტრუქტურა კეთილმოწყობილი, ვიზრუნებთ ასევე, ჯანმრთელობასა და სოციალურ მიმართულებებზე, ხელს შევუწყობთ ახალგაზრდების ჩართულობას ქალაქის განვითარებაში”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებით, ჩემო თანამებრძოლებო, პირველ რიგში, მადლობა მინდა გითხრათ. რა უნდა გავაკეთოთ ხვალ-ზეგ, რომ ეს პრობლემები იქნას მოგვარებული. დედაქალაქის მოსახლეობას აქვს ჩვენი იმედი. ჩვენ ყველა ვხედავთ იმ პრობლემებს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ამ ბრძოლაში თქვენ არ იქნებით მარტო, ძალა ერთობაშია. ჩვენ ერთად შევძლებთ”, -განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები