ირაკლი კობახიძე: მინდა წარმატება ვუსურვო კახი კალაძეს მერის პოსტზე, მომდევნო 4 წლის განმავლობაში

“წინასწარი მონაცემები მეტყველებს იმას, რომ კახი კალაძემ თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
კობახიძე დარწმუნებულია, რომ ის იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქის მერი.
”კახი კალაძეს მინდა მივულოცო გამარჯვება ამ არჩევნებში. ის იყო ამ არჩევნების მთავარი გმირი. მან მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება. ამაზე მეტყველებს წინასწარი მონაცემები. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით საბოლოო შედეგებს. ცესკო ოფიციალურად დათვლის შედეგებს, თუმცა ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ გამარჯვება არის ღირსეული და დამაჯერებელი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები