ირაკლი კობახიძე: მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია მეორე ტური, მაგრამ ესეც დემოკრატიული პროცესის ნაწილია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეგზიტპოლების პირველადი შედეგის გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად ლიდერობს. როგორც მან აღნიშნა, მთელ რიგ მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია მეორე ტური, თუმცა, მისივე თქმით, ესეც დემოკრატიული პროცესის ნაწილია.
„ყველა მუნიციპალიტეტზე შეიძლება ეს ითქვას. რა თქმა უნდა, მოსალოდნელია მთელ რიგ მუნიციპალიტეტებში მეორე ტურები, მაგრამ ესეც არის დემოკრატიული პროცესის ნაწილი. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნება“ ლიდერობს დამაჯერებლად ყველა მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები