ზაალ უდუმაშვილი: ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ყოველმა მეორე თბილისელმა კალაძეს მისცა ხმა

„ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ყოველმა მეორე თბილისელმა კახა კალაძეს მისცა ხმა“, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა, ეგზიტპოლების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
„ყველას მოვუწოდებ საარჩევნო კომისიებში, რომ არ მივცეთ “ქართულ ოცნებას” მასშტაბურად გაყალბების საშუალება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების წინასწარი შედეგებით, რომელიც „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარდა, გაირკვა, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ 54% მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა 15%.
აღნიშნული შედეგები 18:00 საათის მონაცემებს ეყრდნობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები