“ამომრჩევლების უმრავლესობამ ხმა მისცა იმ პარტიას, რომელმაც 5 წლის განმავლობაში ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის”
“ამ დროისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით, დიდი უპირატესობით ლიდერობს „ქართული ოცნება“, დიდი უპირატესობით ლიდერობს კახა კალაძე და მინდა, ყველას მოგილოცოთ”, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს ამომრჩევლების უმრავლესობამ ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის.
„პარტია ”ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო” ამ დროისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით, დიდი უპირატესობით ლიდერობს. დიდი უპირატესობით ლიდერობს კახა კალაძე და მინდა, ყველას მოგილოცოთ. ეს არის თბილისის და თბილისელების, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს გამარჯვება. ჩვენ ველოდებით საბოლოო შედეგებს, ცესკოს დათვლებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ, დაადასტურებს ”ქართული ოცნების” გამარჯვებას. დღეს ამომრჩევლების უმრავლესობამ ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის და წინ კიდევ უფრო მასშტაბური გეგმები აქვს. მინდა ყველას მადლობა ვუთხრა მხარდაჭერისთვის. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და თითოეული ჩვენგანი ამ ძალისხმევას სწორედ ამ ნდობის განსამტკიცებლად მიმართავს. მადლობას ვუხდით საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს და ადგილობრივ დამკვირვებლებს. ეს არჩევნები გახლავთ ქართული დემოკრატიის მნიშვნელოვანი გამარჯვება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენი ქვეყნისამ ძალიან დიდ გამარჯვებას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.