ეგზიტპოლი: “ქართული ოცნება” 58%, „ნაციონალური მოძრაობა” 16%, 9% „ევროპული საქართველო”
“ედისონ რისერჩის” ეგზიტპოლები ცნობილია. ეგზიტპოლების მიხედვით, მმართველმა გუნდმა 58% პროცენტი დააგროვა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველთა 16%-მა დაუჭირა მხარი.
ამომრჩეველთა 9%-მა მხარდაჭერა „ევროპული საქართველოს“ გამოუცხადა, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს“ 5%-მა დაუჭირა მხარი.
რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატებს, ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი მმართველი გუნდის კანდიდატს, კახი კალაძეს აქვს – 54 პროცენტი. ეგზიტპოლის მიხედვით, 15% “ნაციონალური მოძრაობის” დედაქალაქის მერობის კანდიდატს, ზაალ უდუმაშვილს, ხოლო 14% დამოუკიდებელ კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს აქვს.
ეგზიტპოლი,”რუსთავი 2″-ის დაკვეთით, მსოფლიოში ცნობილმა ორგანიზაციამ – “ედისონ რისერჩმა” ჩაატარა.