კახა კალაძე 54 %, ზაალ უდუმაშვილი 15%, ალეკო ელისაშვილი 14% – ეგზიტპოლის შედეგები

წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მიიღო.
დედაქალაქის მერობისთვის 13 კანდიდატი იბრძოდა, მათგან 12 პოლიტიკური სუბიექტების მიერ დასახელებული, ერთი კი დამოუკიდებელი კანდიდატია.
20:00 საათის წინასწარი მონაცემებით, პროცენტები ასე გადანაწილდა:

2 – ელენე ხოშტარია (საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო” ) – 7%

3 – კახა კუკავა (საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”) – 3%
5 – ზაალ უდუმაშვილი (საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) – 15%

8 – ირმა ინაშვილი ( „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”) – 3%

10 – გიორგი გუგავა („შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია”) – 1%
41- კახა კალაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” )- 54%
42 – ალექსანდრე ელისაშვილი (საინიციატივო ჯგუფი)- 14%
შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში გამარჯვებისთვის მერობის კანდიდატებს 50-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ. ხმის მიცემის პროცედურა დილის 08:00 საათზე დაიწყო. საარჩევნო უბნები კი 20:00 საათზე დაიხურა.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმების დათვლის პროცედურას ხმის მიცემის დასრულების შემდეგ იწყებს.
ეგზიტპოლი,”რუსთავი 2″-ის დაკვეთით, მსოფლიოში ცნობილმა ორგანიზაციამ – “ედისონ რისერჩმა” ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები