საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა – საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესი იწყება

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა. ყველა საარჩევნო უბანი ამ დროისთვის დახურულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა ხმის მიცემის პროცესი დამთავრდა.
საარჩევნო უბნებზე 30 -წუთიანი შესვენება გამოცხადდა.
ამის შემდეგ,  ყველა საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცესი იწყება, თუმცა რამდენ საათს გასტანს ხმების დათვლის პროცესი, უცნობია.
ყველა უბანზე საარჩევნო ყუთები დაილუქება და შემდგომ მათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადაიტანენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები