არჩილ თალაკვაძე: შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა
”შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო დღემ პრაქტიკულად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა”, – აღნიშნული განცხადება ”ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
”შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო დღემ პრაქტიკულად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. თქვენ კიდევ ერთი საათი გრჩებათ, რომ ჩვენ საერთო გამარჯვებაში თქვენი წვლილი შეიტანოთ და მხარი დაუჭიროთ სიცოცხლით სავსე ქალაქს, ძლიერ საქართველოს და ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ჩვენ, წინასწარი მონაცემებით, ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა. ამიტომ, ბუნებრივია, გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი მხარდამჭერები მაქსიმალურად მოსულიყვნენ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას მხარდაჭერისთვის. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებოდით საარჩევნო პროცესს, ჩვენი მხარდამჭერების აქტივობას. ეს არაერთმა ტელევიზიამ გააშუქა. ჩვენთვის გამარჯვება ნიშნავს მომენტს, როდესაც არჩევნების შესახებ მონაცემები ოფიციალურად გახდება ცნობილი და გავიგებთ ხალხის და ამომრჩევლის საბოლოო შეფასებებს. ამ მომენტამდე წინასწარი განცხადებების გაკეთებას არ ვაპირებთ”, – განაცხადა თალაკვაძემ.