ასპინძის პირველ საარჩევნო უბანზე პოლიცია გამოიძახეს

 დაბა ასპინძის N1 საარჩევნო უბანზე, თავმჯდომარემ სამართალდამცველები გამოიძახა. ამ დროისათვის, ვითარება განმუხტულია.
პოლიციის გამოძახების მიზეზად საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გულქან მელიქიძე ხმაურს ასახელებს. საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური “ქართული მარშის” წარმომადგენლებმა გამოიწვიეს.
“ქართული მარშის” წარმომადგენლებმა დამოუკიდებელი კანდიდატის, ლევან ცაბაძის საარჩევნო შტაბში გადაინაცვლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები