ICDI ცნობით, 2014 წლის არჩევნებთან შეადრებით, ამომრჩველთა დაბალი აქტივობა დაფიქსირდა

„თავისუფალი პლატფორმის“ წევრი დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი (ICDI ) თვითმმართველობისა არჩევნებზე გამოკვეთილი ტენდენციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც „პირველის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელმა, მერი კაპანაძემ აღნიშნა, 2014 წლის არჩევნებთან შეადრებით, მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა დაფიქსირდა.

„მიმდინარე არჩევნებზე თბილისის საუბნო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღის პროცედურების დაკვირვებისას გამოიკვეთა შემდეგი სახის ტენდენციები: რიგი პოლიტიკური პარტიების, მედია საშუალებებისა და დამკვირვებელი ორგანიზაციების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმებასთან დაკავშირებით. განვმარტავთ, კიდევ ერთხელ, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის საფუძველზე დამკვირვებელს შეუძლია, ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების მიზნით, მოიძიოს საჯარო ინფორმაცია და აწარმოოს დაკვირვება, შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული გარემოება ხელს უშლის საარჩევნო გარემოს სამართლიან და დამოუკიდებლად წარმართვას. საარჩევნო პროცესი, მთლიანად, მიმდინარეობს მშვიდ გარემოსა და კანონმდებლობით დადგენილი წესით“, – განცხადა ICDI-ის წარმომადგენელმა.
დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი მოუწოდებს ამომრჩევლებს, მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრის დღის პროცედურებში და დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი.
ICDI მოსახლეობას ახსენებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობისათვის ამომრჩვლებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები