ბათუმში, 71-ე და 72-ე საარჩევნო უბნებზე ელექტროენერგიის მიწოდება 20 წუთის განმავლობაში შეწყდა
ბათუმში, 71-ე და 72-ე საარჩევნო უბნებზე ელექტროენერგიის მიწოდება 20 წუთის განმავლობაში შეწყდა. როგორც „კვირას“ ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, ელექტრომომარაგება ცოტა ხნით შეიზღუდა, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, თუმცა ამის გამო საარჩევნო პროცესი არ შეჩერებულა.
ამ დროისათვის, ელექტროენერგია ორივე უბანს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რეგიონში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.