თეა პერტაია: კანონით, დაშვებულია პოლიციის ყოფნა „უბანთან“ და აკრძალულია „უბანში“
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა პერტაია, მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განმარტებას აკეთებს:
„ჯერ კიდევ 2 დღის წინ, შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, გუშინაც და დღესაც არაერთგზის აღნიშნა, რომ არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, საარჩევნო უბნების კანონით განსაზღვრულ პერიმეტრზე, კანონის მოთხოვნათა შესაბამისადვე, განლაგებულია შსს-ს დანაყოფები. ამიტომ, სასურველია, ვიპოვოთ განსხვავება თანდებულებს შორის :“თან“, „ზე“ და „ში“ (უბანთან, უბანზე, უბანში). აქედან გამომდინარე, კანონით დაშვებულია პოლიციის ყოფნა „უბანთან“ და აკრძალულია „უბანში“ („უბანზე“). სანამ „სკანდალს“ გამოვაცხობთ, გადავხედოთ სასკოლო გრამატიკას და კანონს“, – წერს თეა პერტაია.