17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 36.71% შეადგინა

თვითმმართველობის არჩევნებზე 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 36.71% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 262 809 ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.
როგორც ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება, სადაც აქტივობის მაჩვენებელი 53.4%-მდეა გაზრდილი. ყველაზე დაბალი აქტივობა კი შიდა ქართლში – 31.5%-ია.
რაც შეეხება თბილისს, 17:00 საათისთვის ამომრჩევლების 34.7%-მა უკვე დააფიქსირა თავისი არჩევანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები