ბოლო მონაცემებით, ბათუმში ამომრჩეველთა საერთო აქტივობამ 23,3% შეადგინა
15:00 საათის მონაცემებით, ბათუმში ამომრჩეველთა 23,3%-მა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
არსებული ინფორმაციით, ოლქში, დარღვევებთან დაკავშირებით, 8 საჩივარი შევიდა. ამ დროისათვის, აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა აქტივობა საშუალოა. დილიდან საარჩევნო უბნებზე პროცედურული დარღვევები როგორც მოქალაქეებმა, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, ჯერჯერობით არჩევნებში 1 026 430 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.