მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის ნაწილის დამკვირვებლები საარჩევნო პროცესზე ჟურნალისტების ყალბი ბეიჯებით იმყოფებიან

0

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილის დამკვირვებლები საარჩევნო პროცესზე ჟურნალისტების ყალბი ბეიჯებით იმყოფებიან.
მდინარაძის განმარტებით, ისინი რეალურად პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან.
მისივე თქმით, დაფიქსირდა დარღვევები, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
„ყველა წინასწარი მონაცემით დასტურდება, რომ საქმე გვაქვს სერიოზულ დარღვევასთან, მე ჯერჯერობით თავს შევიკავებ, რომ ამას დანაშაული ვუწოდო, თუმცა იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ამას სჭირდება შემდგომი დადასტურება, მაგრამ ყველა მონაცემი, ყველა მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტული ადამიანი მოქმედებდა გაყალბებული ბეიჯით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი