პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პარტიებს მოუწოდებს, დაიცვან კანონი საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავებისას

0

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
ინსპექტორის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამომრჩეველთა სია საჯაროა და მასში არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავება კანონიერ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს.
დამკვირვებელს აქვს უფლება, დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, თუმცა ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს მონაცემების შეგროვება და შემდგომი დამუშავება, ამომრჩეველზე ზეწოლის ან სხვა არაკანონიერი მიზნებისთვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, დაიცვან კანონი, საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავებისას.
ინსპექტორის აპარატი მზად არის, კომპეტენციის ფარგლებში, მოახდინოს რეაგირება ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების არაკანონიერი მიზნებით დამუშავების ფაქტებზე და შეისწავლოს დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირების მიერ მოწოდებული მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები.

კომენტარები

კომენტარი