ინგირის საარჩევნო უბანზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში, 46-ე საარჩევნო უბანზე, კომისიის თავმჯდომარესა და „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის მამას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ გადასატანი ყუთის გაბათილება მოითხოვა.
„ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატის, თემურ ლიპარტიას მამამ უბნის ტერიტორიაზე დებოში მოაწყო, რაზეც ვაპირებთ ჩივილს“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, რუსუდან ფანგანმა.
კომისიის თავმჯდომარის ძმის განცხადებით, მას შემდეგ, რაც რუსუდან ფანგანმა ჟურნალისტებთან გადასატან ყუთთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები მასაც დაემუქრნენ.
თავის მხრივ, ავთანდილ ლიპარტიამ კომისიის თავმჯდომარის ბრალდებები უარყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები