ხობის საარჩევნო ოლქში ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ბიულეტენი აღმოჩნდა
ცესკო-ს ინფორმაციით, ხობის საარჩევნო ოლქში, N31 საარჩევნო უბანზე ბიულეტენების შეკვრაში, ერთი ცალი სხვა ბიულეტენი აღმოჩნდა, კონკრეტულად კი ზუგდიდის N31 -ე ოლქის საარჩევნო ბიულეტენი. ცესკოს განმარტებით, აღნიშნული, სავარაუდოდ, სტამბის მიერ დაშვებული შეცდომაა. კომისიამ შეადგინა ოქმი და აღნიშნული ბიულეტენი აღარ იქნა გამოყენებული.
ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარნეულის 89-ე უბნიდან გადასატანი საარჩევნო ყუთი გაიტაცეს, რაც ცესკოს ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება.