შსს: საპოლიციო ძალები პრევენციისა და სწრაფი რეაგირების უზრუნველსაყოფად, მთელი საქართველოს მასშტაბით არიან განლაგებულნი

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალები პრევენციისა და სწრაფი რეაგირების უზრუნველსაყოფად, მთელი საქართველოს მასშტაბით არიან განლაგებულნი. ამის შესახებ ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„არჩევნების დღეს საპოლიციო ძალები, წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, პრევენციისა და სწრაფი რეაგირების უზრუნველსაყოფად, განლაგებულნი არიან მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთან, პერიოდულად ხორციელდება მათი გეგმიური როტაცია, რათა თითოეულ პოლიციელს ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
ვთხოვთ, ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავოს აღნიშნულ საკითხზე დამატებითი ინტერპრეტაციებისგან“, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები