მარნეულში ძალოვნების დამატებითი რაზმი პრევენციის მიზნით ჩაიყვანეს

0

მარნეულში, პოლიციის შენობასთან, სპეციალური სამსახურის თანამშრომლები გამოჩნდნენ. ისინი პოლიციის შენობასთან ორი ყვითელი ავტობუსით მივიდნენ.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მარნეულში ძალოვნების დამატებითი რაზმი პრევენციის მიზნით ჩაიყვანეს.
სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე არ გამოჩენილან.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.
დღეს საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევენ.

კომენტარები

კომენტარი