თავდასხმა მიუნხენში – მამაკაცმა, რომელიც შავი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, გამვლელები დაჭრა (ვიდეო, ფოტო)
მიუნხენში, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, როზენჰაიმერპლაცის მოედნის მიმდებარედ, დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა, რომელიც ქუჩაში შავი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რამდენიმე გამვლელი დაჭრა და მიიმალა. დაშავებულებს მსუბუქი ჭრილობები აღენიშნებათ, ისინი ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბავარიის პოლიციამ შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელ ტვიტერში განაცხადა. სამართალდამცველებმა მოსახლეობას მოუწოდეს, მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
მოგვიანებით, პოლიციამ თავდამსხმელის სავარაუდო აღწერილობა გაავრცელა: ის სრული აღნაგობის არის, ღია ფერის, მოკლედ შეჭრილი თმით და დაბალი წვერით. ბოროტმოქმედი, სავარაუდოდ, 40 წლის მამაკაცია. მას რუხი ფერის შარვალი და მწვანე მაისური აცვია, თან აქვს ზურგჩანთა. დანაშაულის მოტივი უცნობია.
სამართალდამცველები დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიციის ვერტმფრენიც.