პატრიარქმა ბავშვები დალოცა

0

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ შაბათის დღესთან დაკავშირებით, ყოვლადწმინდა სამების ტაძარში ბავშვები დალოცა.
უწმინდესმა სამების ტაძარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტრადიციული პარაკლისი გადაიხადა.
უწმინდესმა პარაკლისის დროს პატარები ჯერ თავის საკათალიკოსო ტახტთან მიიწვია და შემდეგ საკურთხეველთანაც, სადაც ისინი დალოცა. პატარებს ტაძარში ტკბილეულიც დაურიგდათ.
უწმინდესმა ქადაგებისას განაცხადა, რომ დღეს, მრევლთან შეხვედრისას, ოჯახისა და ბავშვების შესახებ ისაუბრებს.
”შევთხოვოთ უფალს, დალოცოს ოჯახები, დალოცოს ჩვენი შვილები და გაამთლიანოს საქართველო”, – განაცხადა უწმინდესმა.
დღესვე, სამების ტაძრის ეზოში ქრიზანთემები დაირგო.

კომენტარები

კომენტარი