ცესკო: კანონმდებლობით, საარჩევნო უბნის მიღმა აგიტაცია დასაშვებია

0

“კანონმდებლობით, პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს შეუძლია, საკუთარი მხარდამჭერების ხმების მობილიზება”, – ამ სიტყვებით პასუხობს ცესკო-ს სპიკერი ანა მიქელაძე თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის შტაბის ხელმძღვანელის განცხადებას.
საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მხარდამჭერთა მობილიზება კანონდარღვევად არ ითვლება.
“ამასთან დაკავშირებით, შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ კანონის თანახმად, იკრძალება აგიტაცია მხოლოდ საარჩევნო უბანზე. საარჩევნო უბნის მიღმა აგიტაცია არის დასაშვები და ასევე, კანონმდებლობით პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს შეუძლია, საკუთარი მხარდამჭერების ხმების მობილიზება”, – განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ.
ცესკო-ში ალეკო ელისაშვილის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ძალიან ბევრ უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლის იძულებით მიყვანის ფაქტები. ალეკო ელისაშვილის წარმომადგენელის, ივანე ნორაკიძის განცხადებით, დიდუბეში, 34-ე, 35-ე, 36-ე უბნებზე შავებში ჩაცმული მამაკაცები დგანან და არავინ იცის, ეს ხალხი ვისი თანამშრომლები არიან. მისივე თქმით, ვაკეში, 51-ეუბანზეც დაფიქსირდა იგივე ფაქტი და 10-ზე მეტი უბანია, დამკვირვებლებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ იძულებით ხდება ხალხის მიყვანა, წინასწარ შედგენილი სიების მეშვეობით.

კომენტარები

კომენტარი