ცესკო: “პრეს მედიის” 10 წარმომადგენელი საარჩევნო უბნებზე გაყალბებული საარჩევნო აკრედიტაციებით მივიდა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქუთაისის რამდენიმე უბანზე საარჩევნო აკრედიტაციების გაყალბების ფაქტი დაფიქსირდა.
ცესკო-ს განმარტებით, ორგანიზაცია “პრეს მედიის” 10 წარმომადგენელი საარჩევნო უბნებზე გაყალბებული საარჩევნო აკრედიტაციებით მივიდა.
“ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა ორგანიზაცია „პრესს მედიის“ ათამდე წარმომადგენელი, რომლებიც მივიდნენ უბნებზე. აღსანიშნავია, რომ მათი აკრედიტაციის მოწმობები არ არის ოფიციალურად გაცემული საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, რაც სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ ეს მოწმობები არის გაყალბებული. ჩვენ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან და ასეთი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი რეაგირება”, – აცხადებენ ცესკო-ში.