გიორგი ვაშაძე: ვფიქრობ, ძალიან კარგი შედეგები გვექნება დღეს არჩევნებზე

“ერთობა ახალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ვაშაძემ ვაკეში, N4 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი ოჯახთან ერთად დააფიქსირა. მან საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ხმა მომავალს, განვითარებას და წარმატებას მისცა.
“მე მივეცი ხმა მომავალს, მივეცი ხმა განვითარებას, მივეცი ხმა წარმატებას, მივეცი ხმა არასტანდარტულ, ინოვაციურ მიდგომებს და რაც ყველაზე მთავარია, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი განწყობა მაქვს. ვფიქრობ, ძალიან კარგი შედეგები გვექნება დღეს არჩევნებზე და არჩევანი არის წარსულსა და მომავალს შორის, ეს უნდა გვახსოვდეს ყველას”, – აღნიშნა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები